სასკოლო ექსკურსიები

დაგეგმე ექსკურსია, რომელიც ყველა ბავშვს მოეწონება

ჰოლოზეუმი  ·  ილუზიების მუზეუმი  ·  პლანეტარიუმი

რატომ ჩვენთან?

ერთი ექსკურსია — სამი მუზეუმი, სადაც ყველა ბავშვი თავისას იპოვის

შენი კლასის ექსკურსიაზე წაყვანა მარტივია, მაგრამ ექსკურსიისთვის ისეთი ადგილის პოვნა, რომელიც ყველა ბავშვს მოეწონება — ძალიან რთული.

სწორედ ამიტომ, ჩვენთან ერთ სივრცეში სამი სრულიად განსხვავებული მუზეუმი დაგხვდებათ, რაც საშუალებას მოგცემს, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერესების მქონე ყველა ბავშვისთვის საინტერესო ექსკურსია დაგეგმო.

ხელოვნება, მეცნიერება და გართობა — სამი განსხვავებული გამოცდილება, ერთ ადგილას. გადადით ქვემოთ და ნახეთ, რა ელის თითოეულ ბავშვს.

პირველი — ჰოლოზეუმი

ჰოლოზეუმი – აუდიოვიზუალური მუზეუმი

მასწავლებელი და მოსწავლეები ვან გოგის ციფრულ გამოფენაზე

სასკოლო ექსკურსიები

ვან გოგის სამყარო ჰოლოზეუმში

ვან გოგის სამყარო

ჰოლოზეუმში ვან გოგის ცნობილი ნამუშევრები ბავშვების თვალწინ ცოცხლდება — ფერები მოძრაობს, მუსიკა და ვიზუალები ერთიანდება და მთელი სივრცე ვან გოგის სამყაროდ გარდაიქმნება.

ეს ბავშვებისთვის ხელოვნების გაცნობის სრულიად განსხვავებული და ჯადოსნური გზაა — მათ შეუძლიათ ნახონ ის, რაც აქამდე მხოლოდ წიგნში ან ეკრანზე ჰქონდათ ნანახი, მაგრამ ამჯერად თავად აღმოჩნდნენ ამ სამყაროს შიგნით.

ამიტომ ჰოლოზეუმი მხოლოდ ლამაზი სანახაობა არ არის — ბავშვები ხელოვნებას ახალი თვალით აღმოაჩენენ და რაც მთავარია, მიიღებენ გამოცდილებას, რომელიც დიდხანს ემახსოვრებათ.

მეორე — ილუზიების მუზეუმი

ილუზიების მუზეუმი

ინტერაქტიული ილუზიები

ინტერაქტიული ექსპონატები

ილუზიების მუზეუმის ოთახი

აქ ბავშვებს არარეალური სამყარო ელოდებათ — სამყარო, სადაც ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ისინი თავად გამოცდიან ოპტიკურ ილუზიებს, გაერთობიან ინტერაქტიულ ექსპონატებთან და სხვადასხვა თავსატეხის ამოხსნას შეეცდებიან.

ანუ ეს არ არის მუზეუმი, სადაც ბავშვები უბრალოდ დადიან და ექსპონატებს ათვალიერებენ — აქ ბავშვები თავად არიან პროცესის ნაწილი.

ილუზიების მუზეუმი ბავშვებისთვის არის ერთდროულად გართობა, აღმოჩენა და ახალი ინფორმაციის მიღება.

მესამე — პლანეტარიუმი

პლანეტარიუმი – იმერსიული კინოთეატრი

პლანეტარიუმის იმერსიული გამოცდილება

კოსმოსური მოგზაურობა

მოსწავლეები პლანეტარიუმში

სამყაროს აღმოჩენა

360° კოსმოსური პროექცია

360° გამოცდილება

აქ ბავშვებს კოსმოსში მოგზაურობა ელოდებათ. იმერსიულ სფეროში ისინი ნახავენ შემეცნებით ანიმაციას, რომელიც მათ პლანეტებს, სამყაროს და დედამიწის წარმოშობას სრულიად განსხვავებული ფორმით გააცნობს.

სფეროზე შექმნილი 3D ეფექტი კი მათ ისეთ შთაბეჭდილებას შეუქმნის, თითქოს უბრალოდ ეკრანს კი არ უყურებენ, არამედ თავად იმყოფებიან კოსმოსში.

ბავშვები არა მხოლოდ გაიგებენ, როგორ შეიქმნა ჩვენი დედამიწა და რა ხდება კოსმოსში, არამედ ამ ყველაფერს ვიზუალურად და ბევრად უფრო მარტივად აღიქვამენ.

რადგან ზოგჯერ ის, რასაც საკუთარი თვალით ხედავ, გაცილებით უკეთ გახსოვს, ვიდრე ის, რასაც უბრალოდ გიყვებიან.

მოკლედ

სამი მუზეუმი, ერთი სივრცე, ერთი ექსკურსია

სამი სრულიად განსხვავებული მუზეუმი — ერთი სივრცე და ერთი ექსკურსია, რომელიც სხვადასხვა ინტერესის მქონე ბავშვებისთვისაც კი საინტერესო გამოცდილებად იქცევა.

ამიტომ თუ გინდა, რომ შენი კლასისთვისაც დაგეგმო საინტერესო და განსხვავებული ექსკურსია — დაჯავშნე უფასო საკონსულტაციო ზარი ჩვენს გუნდთან.

დაჯავშნე საკონსულტაციო ზარი

ზარზე გაგაცნობთ ყველა დეტალს, დაგეხმარებით პროგრამის შერჩევაში და ერთად დავგეგმავთ თქვენს კლასზე მორგებულ ექსკურსიას.

დაჯავშნე უფასო საკონსულტაციო ზარი

შეავსეთ ფორმა და დაგეგმეთ ექსკურსია, რომელიც ყველა ბავშვისთვის დაუვიწყარი იქნება

სამუშაო საათები:
ორშაბათი: დახურულია
სამშაბათი - კვირა: 11:00 - 20:30